ევროპაში გაზი ორწლიან მაქსიმუმამდე გაძვირდა

ორშაბათს ვაჭრობის დახურვისას ევროპაში გაზის ფასი 622 დოლარი იყო ათას კუბურ მეტრზე. ვაჭრობის მხოლოდ ერთ დღეში ფასი 5%-ით გაიზარდა.
მიღწეული დონე ყველაზე მაღალია ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში (2023 წლის 7 თებერვლიდან). 2025 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 512 დოლარი იყო, თებერვლის დასაწყისიდან – 581 დოლარი.
უახლოეს დღეებში მოსალოდნელია კოტირებების შემდგომი ზრდა, რადგან რეგიონში ცივი ამინდები მოვა.
interfax