ანდრეი შეჩენკო: კალაძე ჩემთვის აღარ არსებობს

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს თქმით, მან სთან ურთიერთობა შეწყვიტა და ის მისთვის აღარ არსებობს. ამის შესახებ შევჩენკომ სპორტულ გამოცემა Tribuna-სთან ისაუბრა.

კითხვაზე თუ როგორ აფასებს თუ როგორ აფასებს ის თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობას, შევჩენკომ ასე უპასუხა: “მე არ ვურთიერთობ კალაძესთან. მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის აღარ არსებობს”.

2024 წლის დეკემბერში, უკრაინის პრეზიდენტმა, მ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას გულისხმობს.

მ სანქციები დააწესა ივანიშვილისა და მისი მოკავშირეების, 19 ადამიანის, მათ შორის, ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის წინააღმდეგ.

კახა კალაძე და ანდრეი შევჩენკო საფეხბურთო კარიერის დროს წლების განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ – 1998–1999 წლების სეზონში ს დინამოს შემადგენლობაში, 2001–2006 და 2008 წლებში კი მილანის შემადგენლობაში. შევჩენკომ 2013 წელს თბილისში, კალაძის გაცილების მატჩშიც ითამაშა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს