კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება – ზედიზედ მესამე პლეი-ოფში

პსჟ კვლავ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტულის ძიებაშია და ს ფაქტორი ჩვენ რწმენასა და სურვილს აძლიერებს, რომ პარიზელების წელი იქნება. ცოტა ხნის წინ რთული წარმოსადგენი იყო, თუმცა “კვარა” ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პლეი-ოფში ზედიზედ მესამედ ითამაშებს, გაცილებით ძლიერი და პერსპექტიული გუნდით!..
სამშაბათს, 11 თებერვალს, 1/16 ფინალს პსჟ გახსნის და თანაც, ჩვენთვის უფრო მისაღებ დროს, 21:45 სთ-ზე. ლუის ენრიკეს გუნდი “ბრესტს”, რომელსაც ცოტა ხნის წინ დამაჯერებლად (5:2) მოუგო, ჯერ ისევ სტუმრად ეთამაშება(განმეორებითი ერთ კვირაშია), ოღონდ ისინი საერთაშორისო შეხვედრებს გენგამში, “სტად დე
რუდურუზე” (19 060) ატარებენ.
ლიგის ფაზის დასაწყისში პსჟ-მა 5 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ბოლოს კი ვითარება გამოასწორა. ენრიკეს გუნდი ზედიზედ მეოთხე გამარჯვებას ეცდება, რაც ამ ტურნირზე მათ 2021 წლის შემდეგ არ ჰქონიათ. ისინი ლიგა 1-ში ზედიზედ მეოთხე ჩემპიონობისკენაც აქტიურად მიიწევენ. ამ საქმეში საკუთარი წვლილის შეტანა კვარაცხელიამაც დაიწყო!..
ხვიჩა და პსჟ “ბრესტს” ცოტა ხნის წინ დაუპირისპირდა
გასაკვირი ის იყო, რომ “ბრესტი” პლეი-ოფამდე უფრო მარტივად მივიდა, გასულ სეზონში საფრანგეთში საუკეთესო მწვრთნელ როის გუნდი დაცვაში ძლიერია და სწრაფი შეტევები გამოარჩევს. მიუხედავად იმისა, მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კარგად იცნობენ, პსჟ-ს დიდი უპირატესობა აქვს, მაინც განსხვავებულ დაპირისპირებას ველით, ეს სხვა მასშტაბია.
ხვიჩას დებიუტს ვნახავთ, პარიზელებს კი ზაირე-ემერი კვლავ აკლიათ. სტუმრები ლუდოვიკ აჟორკეს უნდა უფრთხოდნენ, რომელმაც 1-ელ თებერვალსაც გაუტანათ.
მთავარი მსაჯი ბოსნიელი ირფან პელჯტო იქნება, რომელიც გაფრთხილება – გაძევებებს არ ერიდება. ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო მატჩში, “ინტერის” წინააღმდეგ, “მონაკოს” ფეხბურთელი მე-12 წუთზევე გააძევა. ირფანმა “ბრესტს” ცოტა ხნის წინ, “ბარსელონასთან” უმსაჯა. აღსანიშნავია, რომ პელჯტომ ბოლო სანაკრებო შეხვედრაშიც, 14 ოქტომბერს, საფრანგეთის ნაკრებისა და “რეალის” ნახევარმცველ ჩუამენს მოედანი წითელი ბარათით დაატოვებინა.
სხვა მატჩები:
სამშაბათი, 23:59 სთ:

სიტი – რეალი;
იუვენტუსი – პსვ;
სპორტინგი – დორტმუნდი.
ოთხშაბათი, 21:45 სთ:
ბრიუგე – ატალანტა;
23:59 სთ:
სელტიკი – ბაიერნი;
ფეიენოორდი – მილანი;
მონაკო – ბენფიკა.
აქ რა არ მოგეწონათ, პსჟ ნაპოლიზე პერსპექტიული რომაა? თუ ხვიჩას წვლილი რომ იზრდება? თუ რამე უნდა ეწეროს და არ წერია? თუ მსაჯზე გინდოდათ უფრო მეტი? იქნება დანარჩენი მატჩების ჩამოთვალაა ზედმეტი?