იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, 34 წლის ფრანგი ფორვარდი ვისამ ბენ იედერი, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია, შესაძლოა, სერია A-ს ბინადარ “ვენეციაში” აღმოჩნდეს.
გამოცდილი შემტევი რამდენიმე თვის წინ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს და ორწელიწადნახევარი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ასევე გაუპატიურების კიდევ ერთ საქმეში ადანაშაულებენ. საქმე ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ფრანგი შესაძლოა გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს.
ბოლო სასამართლო სხდომაზე “მონაკოს” ყოფილმა ფორვარდმა ახალი კლუბის პოვნის სურვილი გამოთქვა. ბენ იედერს გასული წლის მაისის შემდეგ არ უთამაშია.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/59df9da96190c45cd2a27fea22591b80-c5Ot2r-300x200.jpeg)