ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
დიმიტრი პესკოვი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი რუსეთში ჩავიდა.
„არა, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და ჩვენ კონტაქტებს არ ვგეგმავთ“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის კავშირები სხვადასხვა უწყებების მეშვეობით „ნამდვილად გაძლიერდა, მაგრამ უკრაინის საკითხზე ახალი არაფერია“.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში აშშ-ის ელჩი, ლინ ტრეისი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/01/schnias-1-6B6MYC-300x169.jpeg)