საქართველო-რუსეთის ბიზნეს ასოციაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა – ვინ არიან გამგეობის წევრები?

საქართველო-ს ბიზნეს ასოციაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა.
ასოციაცია, რომლის დაფუძნებაზე bm.ge გასულ თვეში წერდა, რეესტრში იანვრის ბოლოს დარეგისტრირდა.
ამონაწერის მიხედვით, გამგეობის წევრები არიან:
თავმჯდომარე/წევრი: ზაზა ნიშნიანიძე, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა;
გამგეობის წევრები არიან, ასევე საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეები: ლავრენტი ანჩაბაძე, ვახტანგ კარიჭაშვილი, ბადრი კაკაბაძე და დავით ხარაიძე.
გენერალური დირექტორი ასევე ორმაგი მოქალაქე მარატ შაიდაევია. აღმასრულებელი დირექტორი კი, გიორგი მუსხელიშვილი.
ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ასოციაციის უმთავრესი მიზანი იქნება, დაეხმაროს იმ ბიზნესმენებს, რომლებიც რუსეთში ექსპორტით არიან დაკავებული.
“ქართული ოცნების” პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი “ქართულ-რუსული” ბიზნესასოციაციის შექმნას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ორგანიზებულ ბიზნესთან კოორდინაცია ბევრად ადვილია. მან ამის შესახებ 21 იანვარს BMG-ის კითხვის პასუხად განაცხადა.
შეიქმნა ბიზნესასოციაცია “ქართულ-რუსული” – ხელმძღვანელი ბიზნესმენი ზაზა ნიშნიანიძეა