საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე მცირე ბალის ბიძგები კვლავ გრძელდება.
როგორც theguardian-ი წერს, ღამის განმავლობაში დაფიქსირებულ მრავალ მცირე სიმძლავრის ბიძგებს შორის, ორი შედარებით ძლიერი იყო. რიხტერის შკალით 4,7 და 5 ბალიანი.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა სკოლების დახურვა კიდევ რამდენიმე კვირით გაახანგრძლივოს, რადგან ექსპერტები არ გამორიცხავენ უფრო ძლიერ მიწისძვრებს.
ბერძნული გაზეთი Kathimerini იტყობინება, რომ არსებული ვითარების გამო, კუნძული 13 000-ზე მეტმა მცხოვრებმა უკვე დატოვა.
