ბითაძის 4 დაფარება – “ორლანდო” “ატლანტასთან” დამარცხდა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ატლანტა ჰოუქსმა” “ორლანდო მეჯიქი” გასვლაზე 112:106 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძე ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 16:37 წუთი გაატარა, ბითაძემ 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მიითვალა, ფარს კი მხოლოდ ერთხელ შეუტია, თუმცა ქულის მოპოვება ვერ მოახერხა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ტრეი იანგი გახდა, “ატლანტას” ლიდერმა 36:35 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა და 8 ასისტი დააგროვა.
“ორლანდოდან” ფრანც ვაგნერმა 37:41 წუთში საკუთარ გუნდს 37 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი
შესძინა.
ამრიგად, “ორლანდო” 26 მოგებითა და 29 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 13 თებერვალს “შარლოტ ჰორნეტსის” წინააღმდეგ გამართავს.