,, ცოდვა უნდა გავამხილო: ქართულ კინოში ნანა მჭედლიძე მაოცებდა; ქართულ თეატრში – მედეა კუჭუხიძე” – იოსებ ჭუმბურიძე

რეჟისორ მედეა კუჭუხიძის გარდაცვალებაზე წერს კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობის დეპარტამენტის თანამშრომელი, იოსებ ჭუმბურიძე:
,,სამწუხარო ამბავი:
მედეა კუჭუხიძე გარდაიცვალა.
***
ცოდვა უნდა გავამხილო:
ქართულ კინოში ნანა მჭედლიძე მაოცებდა;
ქართულ თეატრში – მედეა კუჭუხიძე.
მიკვირდა:
როგორ გადაიღო რეჟისორმა ქალმა „პირველი მერცხალი”;
როგორ დადგა რეჟისორმა ქალმა „პროვინციული ამბავი”.
***
მედეა კუჭუხიძემ არაერთი ბრწყინვალე სპექტაკლი დადგა.
80-იან წლებში მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარს, ერთდროულად, მისი სამი ქმნილება ამშვენებდა, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულნი და მაინც ერთი რეჟისორის ხელწერით აღბეჭდილნი: „პრემიერა”, „პროვინციული ამბავი”, „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე”.
***
მედეა კუჭუხიძე იშვიათი ერუდიციითაც გვაოცებდა.
მასთან რამდენიმეწუთიანი შეხვედრაც კი გამდიდრებდა.
მურმან ლებანიძის სტრიქონი გაგახსენდებოდათ, აკაკი გაწერელიასადმი მიძღვნილი:
„საინტერესო ხართ და საინტერესოს ყვებით”…
***
კიდევ ერთი რეჟისორი დააკლდა ქართულ თეატრს.
პროფესიონალიზმის კიდევ ერთი მაგალითი.
სამწუხარო ამბავია.
ნუგეში მხოლოდ ისაა, რომ მაგალითი მაგალითად რჩება.”

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ