მარკო რუბიო – ისტორიული მიღწევა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის – ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთთან ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტეს

ისტორიული მიღწევა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთთან ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტეს, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ისტორიული მიღწევა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რომელიც -ის ენერგეტიკის სექტორისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის: ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთთან ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტეს“, – წერს მარკო რუბიო.
მარკო რუბიო ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას ევროპის ელექტრო სისტემასთან დაკავშირებას ულოცავს.
ცნობისთვის, ბალტიის ქვეყნები, ლიეტუვა, ლატვია და გუშინ კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელს შეუერთდნენ. ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ თავიანთი ელექტროსისტემები რუსეთის ელექტროქსელიდან 8 თებერვალს გათიშეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს