ტურიზმის კანონის შემდგომი რეფორმის პროცესი ვერ გაგრძელდა, რადგან USAID-მა დაფინანსება შეაჩერა, – ამის შესახებ “საქმის კურსის ეთერში” ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებელმა, თამუნა თანდაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ “რუსული კანონის” მიღების შემდეგ მიიღო. როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, დაფინანსების შეჩერების შემდეგ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კანონზე მუშაობა დამოუკიდებლად ვერ შეძლო.
“4 წლის განმავლობაში ტურიზმის რეფორმაზე ვიმუშავეთ ერთად, მათივე [მთავრობის] ლეგიტიმაციით.
– რამ განაპირობა რეფორმის დაპაუზება?
– პოლიტიკურმა ცვლილებებმა. დონორებთან ურთიერთობა შეწყდა და დამოუკიდებლად მათ [ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას] არ აქვთ რესურსი, ცოდნა და გამოცდილება, რომ ასეთ ტიპის რეფორმები აკეთონ. ქვეყნის ორიენტირი აღარ არის რეფორმების კეთება. არ ვიცოდით რატომ შეწყდა, რადგან გავაგრძელეთ მათთან თანამშრომლობა და მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, ახალი პარლამენტი რომ შედგებოდა, დაიწყებოდა მუშაობა დაიწყებოდა. “რუსული კანონის” მიღების შემდეგ დონორებმა მთავრობასთან კომუნიკაცია შეწყვიტეს”, – განაცხადა თამუნა თანდაშვილმა.