თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი დააკავეს.
გოგიჩაიშვილის დაკავების კადრებს „ტვ პირველი“ ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლითაა დაკავებული ლევან გოგიჩაიშვილი. ნეტგაზეთი ამის გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს და მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, გოგიჩაიშვილის გარდა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
უწყვეტი პროტესტის 75-ე დღეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა პოლიცია მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.




