მაკა ბოჭორიშვილი – მსოფლიო მთავრობათა სამიტი არის ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი

მსოფლიო მთავრობათა სამიტი არის ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.
„საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენლობითი დელეგაციები მონაწილეობენ ამ შეხვედრებში და მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მონაწილეობა და საქართველოს ხმის გაჟღერება აღნიშნული სამიტის ფარგლებში, ასევე ორმხრივი შეხვედრების გამართვა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, მაღალი დონის დელეგაციებთან. რა თქმა უნდა, აქცენტი, ძირითადად, კეთდება ეკონომიკურ თემებზე, თუმცა სამიტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ეკონომიკური თემების განხილვით, მის დღის წესრიგშია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რაც საქართველოსთვის ასევე აქტუალურია, როგორც ეკონომიკური, ისე ზოგადად ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნებთან,”- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაური მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც, 11-13 თებერვალს, არაბთა გაერთიანებული საამიროები ქალაქ დუბაიში მასპინძლობს.

ასევე დაგაინტერესებთ

თეონა აქუბარდია – ბორდერიზაციის პროცესი რუსეთმა 2011 წლიდან დაიწყო, რაც აქტიური ფაზაში 2013 წლიდან მოიყვანა – სუს-ი საზოგადოებას უმალავს, რა მასშტაბის ტერიტორიაზე განხორციელდა რუსეთის მცოცავი ოკუპაცია

ნიკა ჩიტაძე – „ქართული ოცნება“ განაცხადებს, რომ კიდევ ერთხელ მისცა შანსი პარტიებს, მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ არ მოინდომეს, შესაბამისად, ისინი არიან უფუნქციო – „ოცნება“ ბოლშევიკური მეთოდის გამოყენებას ცდილობს