აზერბაიჯანულ მედიაში და სოციალურ ქსელებში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ ბაქოსა და თბილისს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე. სოციალურ ქსელში მომხმარებლები ირწმუნებიან, რომ მგზავრებს ორ ქალაქს შორის შვეიცარიული კომპანიის Stadler მატარებლებით გადაიყვანენ.
„აზერბაიჯანის რკინიგზის“ პრეს–სამსახურში ადგილობრივ მედიას უთხრეს, რომ მინისტრთა კაბინეტის მიერ ქვეყნის სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის პირობებში რკინიგზით საერთაშორისო გადაყვანები არ ხორციელდება.
„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება. საზოგადოება საერთაშორისო გადაყვანების შესახებ ინფორმაციას მაშინ მიიღებს ოფიციალურად, როდესაც ეს მოხდება“, – აღნიშნეს პრეს–სამსახურში.
აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2020 წლის მარტიდან მოქმედებს, რაც კორონავირუსის პანდემიასთან არის დაკავშირებული. მინისტრთა კაბინეტის ბოლო გადაწყვეტილებით, საკარანტინო რეჟიმი აზერბაიჯანის სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელებზე 2025 წლის პირველ აპრილამდეა გახანგრძლივებული.
წყარო: GBC
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/es-300x169.jpeg)