“კვლევით დგინდება – მოსახლეობის 82% აღიარებს, რომ კრიზისია და ამ კრიზისს ბიძინა ივანიშვილს აბრალებს. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი ოცნებისთვის და უდიდესი ბერკეტი ჩვენს ხელში და ამავდროულად აჩვენებს პროტესტის ქართულ ხასიათს (რაც გამოარჩევს ჩვენს პროტესტს ბელორუსისგან, უკრაინისგან, სლოვაკეთისგან და ა.შ.) და ავსხნი რატომ, ბოლოში კი არის call to action.
![❌](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tdd/1/16/274c.png)
![❌](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tdd/1/16/274c.png)
![❌](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tdd/1/16/274c.png)
![❌](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tdd/1/16/274c.png)
შესაბამისად, უდიდესი მოთხოვნაა, ბიძინამ ყველაფერი გააკეთოს, რომ ეს რაღაც გამაღიზიანებლები მოიშთოს. ო ღ ო ნ დ – მოგვარების ყველა გზა გადის კიდევ უფრო გაღიზიანებაზე.
მათ აღიზიანებთ მზია ამაღლობელი – არ ჯობდა არ დაეჭირათ? ახლა მსხვერპლი იქნება და ამათ რა გაუძლებს?
მათ აღიზიანებთ ანდრო ჭიჭინაძე და ანდროს დედა – ეს თბილისელი სვეცკები ვერ მოიშორეს, ვინ მიგდიან საერთოდ? და თეატრი? რო ატინგიცდნენ? ფუუუუ
მათ აღიზიანებთ მედროშეს დედა და სხვა პატიმრების დედ-მამები – ერთი, ევროპაში ნახონ პოლიციაზე ძალადობა როგორ ისჯება. არ გამომივდინენ აქ პატრიოტები! დააყენონ ერთი ადგილი და არავინ შეეხებათ!
მათ აღიზიანებთ ხარებას თავგასულობა და აბლატავებული შპანა – რატომ აძლევთ სალაპარაკოს ნაცებს?!
მათ აღიზიანებთ, რომ პოლიცია თვალსა და ხელს შუა ბანძდება – პოლიციელი გმირიააა!
ამ ყველაფრის მიმართ ოცნებას შენდობა არ აქვს. ქოცი კიდევ უფრო ბზარდება და პრინციპში კარტ ბლანშს აძლევს, რომ დროზე, ნებისმიერი ხერხით მოაგვაროს ბიძინამ, ოღონდ ამ მოგვარებაში ისინი თავად არ უნდა “გაისვარონ” – არ უნდათ თანამონაწილეობა სიბანძეში. რუსებ აქვთ კარგი სიტყვა ‘ ბრეზგლივოსტ. მთელი ეს სიბინძურე გადაბარებულია პარტიაზე და პარტიის მესვეურებზე. თვითონ დანაშაულში თანამონაწილოება არ სურთ.
ოცნების ლიდერები დილემის წინაშე არიან: მათ აქვთ სრული კარტბლანში, ოღონდ რაც უფრო მოუჭერენ რეპრესიის ჭანჭიკებს, მით მეტ მსხვერპლს და გმირს იღებენ და მით მეტად ავეშებენ თავის მორჩილ მაყურებლებს. ანუ ისე უნდა დასაჯონ მაია ცირამუა, ისე უნდა გაუერთიანონ თავ-ყბა სტუდენტებს, ისე უნდა გაწირონ მზია ამაღლობელი, რომ ქოცს თავი უპირატესად აგრძნობინონ და მათი მეგობრების ჩატები გაიხსნას, რომ ისევ ყველამ მიიღოს და აღიაროს, შეიყვაროს.
პროტესტი ისეთ ეტაპზეა, რომ მისი ჩაცხრობა შეიძლება მხოლდო ძალით (დრაკონული კანონები, ჯარიმები, წამება, ცემა, დაშინება). აქედან გამომდინარე, მეთოდი, რომ მათ სიტუაცია შემოატრიალონ და თან კარგ ტიპებად დარჩნენ, ბუნებაში აღარ არსებობს. მხოლოდ დროის საკითხია, როდის გაბრაზდება მორჩილი მაყურებელი და მოუბრუნდება პარტიას მორიელივით.
ჩვენს ხელში არის ატომური იარაღი – რბილი ძალა, რაც ქ/ოცნების პარტიას აღარ გააჩნია. სრულიად მშვიდობიანი, მართალი და ინტელექტუალურად გამართული. ჩვენი იარაღი უნდა გამოვიყენოთ, რომ ქოცებს არასრულფასოვნების განცდა გავუძლიეროთ და ეს შეგვიძლია ორი მეთოდით:
1. პროტესტი არ წყდება – ხშირად შევახსენოთ, რომ ვარსებობთ და ბევრნი ვართ (ამიტომ დიდი აქციები უმნიშვნელოვანესია).
2. ამოვქოლოთ ყველა სივრცე, business as usual მათთვის აღარ უნდა არსებობდეს – კრიზისმა ყველგან უნდა შეახსენოს თავი. საქართველოს დროშაც კი შეიძლება იყოს ამის სიმბოლო. აღიზიანებთ, დამერწმუნეთ.
რა შეუძლიათ გააკეთონ ოპოზიციურმა პარტიებმა:
1. მათ მიზანში უნდა ამოიღონ სწორედ ეს მორჩილი მაყურებლები და მიუბრუნდნენ მათ, მოუსმინონ, შესთავაზონ სოლუშენები – არსებობს ეს ბერკეტები და გამოიყენონ;
2. საკუთარი თავი ჩააყენონ შემრიგებლის პოზიციაში – უთხრან, ყველაფერს გააკეთებენ, რომ შეგვარიგონ, სამართლებრივ მექანიზმებს ისეთს შექმნიან, რომ უდანაშაულო არ დაიჩაგრება, როდესაც ქ/ოცნება წავა
3. შერიგების გარანტად დაიყენონ დასავლელი პარტნიორები და შეიძლება ეკლესიაც – ქ/ოცნების მორჩილ მაყურებლებსაც ეს უნდათ, გაგრძელდეს დასავლეთთან ინტეგრაცია და თან ისე, რომ მათაც ჰქონდეთ აქ მომავალი
4. მიახვედრონ, რომ გადარჩენის გზა გადის მხოლოდ ცვლილებაში და თან დაარწმუნონ, რომ ამ ცვლილებაში მათი ადგილი არის, ფაქტიურად, უპრობლემოდ
5. შეეშვან იმ 12%-ს, რომელსაც არ მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში კრიზისია. ესეთებიც არსებობენ.
ჩვენი მხრიდან ზემოთ აღწერილ ორ პუნქტს ვასრულებთ და ასე გავაგრძელებთ. თუმცა, თუ ოპოპარტიები იყოჩაღებენ, ჩვენს მშვიდობიან ბრძოლას უფრო სწრაფად ექნება შედეგი. თუ ვერ იყოჩაღებენ, მეტი მსხვერპლი გვეყოლება და უფრო მეტი ზიანით მივალთ ფინიშამდე, მაგრამ მაინც მივალთ მათ გარეშე. სულ ეს არის. მადლობა Iago Kachkachishvili ამ კვლევისთვის. ისედაც ვიცოდით, უბრალოდ ციფრებში გადავზომეთ და მეცნიერულად დავასაბუთეთ.
გელოდებით დღეს რუსთაველზე! 15ში დიდი აქციაა და უფრო მეტს გელოდებით!” – წერს სოციალურ ქსელში „ჯიპას“ ასოცირებული პროფესორი, კომუნიკაციის მკვლევარი თინათინ სტამბოლიშვილი.