“თუ შანსების გამოყენებას არ ვისწავლით, პრობლემები გვექნება” – ანტონიო კონტე “უდინეზესთან” მატჩის შემდეგ

სერია A-ს ოცდამეოთხე ტურში „ნაპოლი“ სახლში „უდინეზეს“ დაუზავდა – 1:1. მატჩის შემდეგ ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“სირცხვილია, რომ მატჩი ფრედ დასრულდა. ჩვენ უფრო მეტი დავიმსახურეთ. მეორე ტაიმში კარგად ვერ გამოვიყურებოდით, მაგრამ პირველ ნახევარში უამრავი მომენტი შევქმენით.
თუ მომენტების გამოყენებას ვერ ვისწავლით, პრობლემები გვექნება. “უდინეზეს” უამრავი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც მჯერა, რომ მალე გრანდებში ითამაშებენ”, – განაცხადა კონტემ.
“ნაპოლი” ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 55 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან “ინტერს” 4 ქულით უსწრებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში