ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი გამარჯვების დღის აღსანიშნავად 9 მაისს მოსკოვში ჩავა, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ჩინეთში რუსეთის ელჩმა იგორ მორგულოვმა განაცხადა.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა მიიღო მოწვევა, მონაწილეობა მიიღოს 9 მაისს მოსკოვში, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებში და, თავის მხრივ, მიიწვია ვლადიმერ პუტინი აქ, ჩინეთში იმ ღონისძიებებზე დასასწრებად, რომელიც სექტემბრის დასაწყისში იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩინელი ხალხის გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით იგეგმება“, – აღნიშნა ელჩმა.
