საია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოუწოდებს, შსს-ს მიერ სახის ამომცნობი კამერების გამოყენების პრაქტიკა შეისწავლოს

საია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოუწოდებს, შეისწავლოს შსს-ს მიერ სახის ამომცნობი კამერების გამოყენების პრაქტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს.
მათივე ცნობით, უწყებამ უნდა შეისწავლოს რამდენად კანონიერად ხორციელდება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცულ ინფორმაციაზე სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაშვება და თავსებადია, თუ არა დაშვების დონეები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან.
„შეკრების უფლების დარღვევის მზარდი პრაქტიკის გათვალისწინებით, საია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, დაუყოვნებლივ განახორციელოს ინსპექტირება შინაგან საქმეთა სამინისტროში და შეისწავლოს:
წინასწარ განხორციელდა თუ არა მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება და რამდენად აღირიცხება მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებები, ასევე, რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონს უსაფრთხოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები;
რამდენად კანონიერად ხორციელდება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცულ ინფორმაციაზე სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაშვება და თავსებადია, თუ არა დაშვების დონეები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან.
სრული განცხადება იხილეთ ბმულზე “, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ ეხმაურება მამა ექვთიმე ზაალ ლატარიას განცხადებას, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს – “ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს”

ხატია დეკანოიძე: ორი კვირაზე მეტი გავიდა შანიძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან… საკმარისი მტკიცებულებები დაგროვდა იმისთვის, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპასუხონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს