· „თეგეტა ჰოლდინგი“ სომხეთისა და აზერბაიჯანის საავტომობილო ბაზარს Bridgestone-ის საბურავებით მოამარაგებს
· ოფიციალური ხელშეკრულება დუბაიში გაფორმდა. შეთანხმება 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება
ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „მოხარულები ვართ, რომ „თეგეტასა“ და Bridgestone-ს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა და პრემიუმ ბრენდის პროდუქციას მომდევნო წლიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს მივაწვდით.
საავტომობილო სფეროში გლობალურ ბრენდებს შორის Bridgestone-ს წამყვანი ადგილი უჭირავს. კომპანია ლიდერია როგორც პრემიული, ისე გაყიდვების მაჩვენებლებით, რადგან სწორედ ხარისხი, უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება და ინოვაციებისადმი სწრაფვაა Bridgestone-ის სამარკო ნიშანი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ Bridgestone ჩვენთვის მხოლოდ პარტნიორი არ არის, ჩვენი პარტნიორობა 26 წლის წინათ დაიწყო და, ფაქტობრივად, „თეგეტას“ ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ ცნობილი ბრენდის პორტფელში „თეგეტას“ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და მისი ყველაზე მსხვილი პარტნიორია რეგიონში. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი კომპანიის პოზიციებს საერთაშორისო მასშტაბით, მეორე მხრივ კი, დიდი პასუხისმგებლობაა, ისევე წარმატებით წარმოვადგენდეთ ამ ბრენდს რეგიონში, როგორც საქართველოში“.
დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: „თეგეტასა“ და Bridgestone-ს შორის თანამშრომლობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. მოლაპარაკებების პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა. დუბაიში გაფორმებული ხელშეკრულება ადასტურებს, რომ კავკასიის რეგიონში „თეგეტა“ Bridgestone-სთვის სტრატეგიული პარტნიორია.
სასიხარულოა, რომ მეზობელ ქვეყნებში უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქციას მომხმარებელი სწორედ ჩვენს წარმომადგენლობებში მიიღებს. ვფიქრობთ, ეს ახალი შეთანხმება არა მხოლოდ ორი კომპანიის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია. საქართველოს როლი რეგიონში კიდევ უფრო იზრდება, ქვეყანა ლოგისტიკურ ჰაბად ყალიბდება და ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე ხდება“.
გურჰამ სევიკელ, Bridgestone Middle East & Africa-ს მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „დუბაიში ხელი მოვაწერეთ არა მხოლოდ ჩვენი 26-წლიანი პარტნიორობის განახლებას, არამედ ჩვენი ბიზნესის გაფართოებას კავკასიასა და აზიაში, კერძოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ეს დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დოკუმენტით კიდევ უფრო მტკიცე ხდება ჩვენი და „თეგეტა ჯგუფის“ 26-წლიანი პარტნიორობის ისტორია.
შიდა ფოტო
დუბაიში ვიზიტის ფარგლებში, ხელმოწერის ცერემონიამდე Bridgestone Middle East & Africa FZE-ის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების დელეგაციებს შორის შეხვედრები გაიმართა. ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მათ შორის იყო „თეგეტას“ დელეგაცია. კომპანიის გუნდის წევრებმა პარტნიორებს სამომავლო გეგმები გაუზიარეს.
კომპანია 150-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და ავტომფლობელებს მაღალი ხარისხის სხვადასხვა ტიპის საბურავს აწვდის. სეზონური, სველი ან თოვლიანი გზისთვის თუ სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი საბურავები უსაფრთხო, საიმედო და კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს.
სწორედ ნდობასა და მომხმარებლისადმი ერთგულებას ეფუძნება „თეგეტასა“ და Bridgestone-ის პარტნიორობის სიმტკიცე და სამომავლო ხედვები.
