„საავადმყოფოს ირგვლივ არის ცხედრები, რომელთა მოვლა ან დაკრძალვაც კი შეუძლებელია“ – უმძიმესი ვითარება ღაზის სექტორში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ღაზის სექტორში უმსხვილეს საავადმყოფოს “თითქმის სასაფლაო” უწოდა.
ალ-შიფას საავადმყოფო, რომელიც მდებარეობს ღაზის ჩრდილოეთით – ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოხვდა ინტენსიური ბრძოლების ფრონტის ხაზზე ს თავდაცვის ძალებთან (IDF). ისრაელი ამბობს, რომ “ჰამასი” სამეთაურო-საკონტროლო ცენტრს ფლობს საავადმყოფოს ქვეშ გვირაბებში. “ჰამასი” და საავადმყოფო ამას უარყოფენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერმა, კრისტიან ლინდმაიერმა თქვა, რომ დაახლოებით 600 ადამიანი რჩება საავადმყოფოში, სხვები კი დერეფნებში აფარებენ თავს.
“საავადმყოფოს ირგვლივ არის ცხედრები, რომელთა მოვლა ან დაკრძალვაც კი შეუძლებელია, ან წაყვანა რომელიმე მორგში. საავადმყოფო აღარ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. თითქმის სასაფლაოა”, – თქვა მან.ექიმები ამბობენ, რომ იმის გამო, რომ ისრაელის ხელისუფლების მხრიდან არ აქვთ ნებართვა, დატოვონ კლინიკა იმისთვის, რომ დაკრძალონ გარდაცვლილები, კლინიკის ტერიტორიაზე შევიდნენ ძაღლები, რომლებიც გვამებს ჭამენ.

ასევე დაგაინტერესებთ