მერიამ სტუდენტებს 9 აპრილის ბაღში ტექნიკის შეტანისა და კონცერტის გამართვის საშუალება არ მისცა

თბილისის მერიამ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს 9 აპრილის ბაღში ტექნიკის შეტანისა და საზეიმო კონცერტის გამართვის საშუალება არ მისცა. ამის შესებ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი”, სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ ჩაჩანიძე საუბრობს.
“…ეს ჩაიშალა. მერიამ არ მისცა ტექნიკურად ამის საშუალება იმის რომ ჩაეტარებინათ კონცერტი, რაც რამდენიმე დღით ადრე ჰქონდათ შეტანილი სტუდენტური ორგანიზაცია იყო და რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს ადამიანებმა, მათ შორის მერიასთანაც. ოფიციალურად შეიტანეს…” – ამბობს ჩაჩანიძე.
აქციის ორგანიზატორის თქმით, ღონისძიებაზე იგეგმებოდა პრეზიდენტ ს სიტყვით გამოსვლაც.
“გაიღვიძე ევროკავშირში” – ახალგაზრდები და სტუდენტები 9 აპრილის ბაღში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას აღსანიშნავად იკრიბებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები