“ამ ადამიანებს შორის ორი Maia Tsiramua Keti PIlauri ფსიქოლოგია, რომლებიც არა მხოლოდ კარგად განსწავლულობის გამო, არამედ სწორედ იმიტომ არიან შესანიშნავი პროფესიონალები, რომ პირველ რიგში გამორჩეულად დამნდობი, კეთილშობილი ადამიანები არიან და არასდროს ხუჭავენ თვალს ვინმეს გასაჭირზე. ასეთი ადამიანების არსებობის გამოა ზოგადად პლანეტა უფრო დაცული და კეთილი ადგილი.
სიტყვები არ მყოფნის, რა უნდა ვთქვა, როცა აი ამ ადამიანებს ასამართლებს სისტემა. ციხე ელის მაია ცირამუას?? ტარანტინოს ბრუტალურ კომედიაში მგონია თავი.
არა, არც პოლიციელისთვის გაურტყამს სილა რომელიმეს, რომ ეს მაინც დაიხვიოს ხელზე ვინმემ, ვისაც არაფრით უნდა თვალის გახელა.
კარგი არაფერი გელით ხალხო, ხო “გელით” ვამბობ, რადგან მათ გგულისხმობთ, ვისაც ჯერ კიდევ გგონიათ რომ ეს აბსურდი მხოლოდ სხვებს შეეხება და თქვენ არასდროს. “რაღაც დალპა დანიის სამეფოში”, სიმყრალე ყველას მისწვდება ადრე თუ გვიან.
ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, მენტალური ჯანდაცვის სპეციალისტები და მომავალი სპეციალისტები ხვალ 12:00-ზე თსუ-სთან ვიკრიბებით სოლიდარობის გამოსაცხადებლად,” – წერს სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძე.
