“ფრეზე ბევრად მეტი დავიმსახურეთ” – ანჩელოტი “ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ

ლა ლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის “მადრიდული დერბი” ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“რას ვიტყვი მსაჯობაზე? ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ბევრად მეტი დავიმსახურეთ, ვიდრე ფრე, მეორე ტაიმში განსაკუთრებით მოვუმატეთ და მეტოქეს ვაჯობეთ.
ორივე ცენტრალურმა მცველმა შესანიშნავად ითამაშა, მათ მოვალეობას თავი ბრწყინვალედ გაართვეს. გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით”, – განაცხადა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, “რეალი” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 50 ქულით პირველ ადგილს იკავებს, “ატლეტიკო” კი მეორე ადგილზეა და “ბლანკოსს” 1 ქულით ჩამორჩება.
-15FEB/karlo.jpg” border=”0″ alt=”alt” style=”height: 50px; width: 50px;” title=””ფრეზე ბევრად მეტი დავიმსახურეთ” – ანჩელოტი “ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ” />”ყველა დროის საუკეთესოა” – ანჩელოტიმ რონალდოზე ისაუბრა