კანდიდატის სტატუსის მიღების აღსანიშნავად ბათუმში მოქალაქეები იკრიბებიან

კანდიდატის სტატუსის მიღებას სხვადასხვა ქალაქში აღნიშნავენ. მათ შორისაა , სადაც შეკრება დაიგეგმა შვიდ საათზე. საქართველოს ევროპასთან დაახლოებას ბათუმელებთან ერთად ქალაქში მცხოვრები უკრაინელი, ბელორუსი და მოლდოველი მოქალაქეებიც აღნიშნავენ
მას შემდეგ , რაც საქართველომ კანდიდატი წევრის სტატუსი მიიღო ბათუმში ყველა სახელმწიფო შენობაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებია აღმართული, ასევე ევროკავშირის დროშებია გადმოფენილი საცხოვრებელი კორპუსის აივნებიდან, ევროკავშირისა და საქართველოს დროშებითაა მორთული ბათუმის ცენტრალური ქუჩები.
ბათუმი ევროპის მოედანზე 19:00 საათზე დაგეგმილია საზეიმო შეკრება , სადაც მოქალაქეების გარდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინისა და მოლდოვას მოქალაქეები შეუერთდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს კარგად გამოგვდის

ძალიან დამაიმედებელია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილები მშვიდობის მნიშვნელობაზე და იმედი მაქვს, მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტად იქნება წახალისებული მშვიდობა, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე