თბილისში დაფუძნდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანამშრომლობის პლატფორმა – საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეა

თბილისში დაფუძნდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანამშრომლობის პლატფორმა – საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეა, რომელიც, წევრების განცხადებით, თავის მხრივ, 1917 წლის საქართველოს ეროვნული ყრილობის მემკვიდრეობას ეფუძნება.
ასამბლეა იქმნება საზოგადოების გაერთიანების პროცესის დაჩქარების, შეთანხმებული საზოგადოებრივი დაკვეთის მკაფიოდ ფორმულირების და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე დადებითი გავლენის მიზნით. საინიციატივო ჯგუფის წევრის, ქეთი არჯევანიძის თქმით, ასამბლეა შეასრულებს შემდეგ ამოცანებს:
„სამართლიანი და თავისუფალი ს ჩატარების მხარდაჭერა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლა;
საზოგადოებრივი მობილიზაცია და ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას მოახდენს;
ევროკავშირთან გაწევრიანების გზაზე მდგრადი ინსტიტუციური წინაპირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
დემოკრატიული კონსტიტუციური მოდელის შემუშავება, რომელიც გამორიცხავს ძალაუფლების კონცენტრაციას ერთ წერტილში და უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებების დაცვას.
საზოგადოებრივი ასამბლეა, რა თქმა უნდა, აგრძელებს სახალხო პროტესტის საქმეს და აძლიერებს მას პროტესტის მონაწილეთა კოორდინაციით, ინტელექტუალური რესურსის ეფექტური გამოყენებით, ინფორმაციის გავრცელებისა და სტრატეგიული კოორდინაციის მექანიზმების შექმნით. ასამბლეას ექნება მობილური ადამიანური რესურსი, რაც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სწრაფ მობილიზებასა და მოქალაქეების ინფორმირებულობას. საზოგადოებრივი ასამბლეა უნიკალურია თავისი ინკლუზიურობით და ღიაობით. იგი არ არის კონკურენციაში სხვა ინტერეს ჯგუფებთან, არამედ მათ შორის დამაკავშირებელი ხიდის როლს ასრულებს. ასამბლეაში გაწევრიანება შეუძლიათ ყველა ინტერეს ჯგუფს, ვინც იზიარებს მის პრინციპებს. ეს არის თვითორგანიზებული, მოხალისეობრივი გაერთიანება, რომელსაც არ ჰყავს მმართველი ორგანო. მისი მოქმედება განსაზღვრულია მემორანდუმით, ეთიკის კოდექსით და წესდებით და ეფუძნება საჯაროობისა და არაძალადობრიობის პრინციპებს“.
ფოტო: ნინი კიკვაძე / პუბლიკა