ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მინერალურ რესურსებთან დაკავშირებით აშშ-სთან შეთანხმებისთვის მზად არის.
„თუ შეთანხმების შესახებ ვსაუბრობთ, მოდით დავდოთ შეთანხმება. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა Reuters-თან ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას მოკავშირეებისგან უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.
„პუტინი მიწასთან ერთად [მინერალებს] არა მხოლოდ ხელში იგდებს, არამედ ცდილობს ალიანსში სხვა პარტნიორები, ჩრდილოეთ კორეა და ირანი მიიზიდოს და მათ წვდომა მისცეს. ეს ძალიან მდიდარი მიწაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამას ვინმეს ვაძლევთ, თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორებს. ჩვენ პარტნიორობის შესახებ ვსაუბრობთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან შეთანხმების დადებით არის დაინტერესებული, რომლის თანახმად, უკრაინა სამხედრო დახმარების სანაცვლოდ აშშ-ს იშვიათ ლითონებს გადასცემს.
წყარო: ipn.ge
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/tsdd_w_h-xWwrke-300x169.jpeg)