დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა.
„არ არის იმის საჭიროება, რომ ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეს. ამიტომ, ჩვენ ჯო ბაიდენის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის ნებართვას ვაუქმებთ და მის ყოველდღიურ დაზვერვის ბრიფინგებს ვწყვეტთ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.
მისი თქმით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნული პრეცედენტი 2021 წელს შექმნა, როდესაც მას ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუჩერა.
„ჰურის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბაიდენს „ცუდი მეხსიერება“ აწუხებს და მისთვის საიდუმლო ინფორმაციის ნდობა „საუკეთესო მდგომარეობაში ყოფნის დროსაც“ კი არ შეიძლება. მე ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ყოველთვის დავიცავ. ჯო გათავისუფლებული ხარ. MAGA“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/d14c3a7c-3bdc-42f1-a188-6d10f9c413fd_w1200_r1-bTUJ1v-300x169.jpeg)