ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში პსჟ-სა და „მონაკოს“ მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
მიუხედავად ზოგიერთი ფრანგული გამოცემის მტკიცებისა, პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კვარაცხელია ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. დებიუტში სტუმართა ნახევარმცველმა მინამინომ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც ვიტინიამ საჯარიმოდან მასპინძლები დააწინაურა. თუმცა, მალე ზაკარიამ ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში „მონეგასკებმა“ კიდევ ერთი მომენტი შექმნეს, მაგრამ ბიერეტს მეკარე დონარუმამ არ გაატანინა. კომპენსირებულ დროში ხვიჩამ დუე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც ბურთი მიზანს ააცილა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/4bf5431316d08124b57fb2db8845a37d-ogVvgK-300x163.jpeg)