თეონა ჯორბენაძე: ეგ არაფერი, საღამოს კაბებს და ბროლის ჭაღებს როგორმე შეველევით, დათბილულ ქურთუკებში შეიძლება უფრო ლამაზებიც კი ვიყოთ

“12 თებერვალს მსოფლიო საოპერო ისტორიის უდიდეს არტისტს, რომელიც 72-ე დღეა უწყვეტად და დაუღალავად დგას რუსთაველზე 70 წელი უსრულდება.
არ დასთანხმდა არც ერთ შეთავაზებას იუბილე აღინიშნა წითელი ხალიჩებით რომელიმე პრესტიჟულ საერთაშორისო სცენაზე, აქციას ვერ გავაცდენო და დარჩა საქართველოში. Paata Burchuladze
წინასწარი მილოცვები უკვე გამოგზავნეს თეატრებმა, მის კოლეგებს საქართველოში ჩამოსვლის დიდი სურვილი ჰქონდათ და თბილისის ოპერის თეატრს საიუბილეო საღამოს გამართვის შესახებ ჯერ კიდევ 2024 წლის 30 მაისს მივწერეთ, სამწუხაროდ, პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
ეგ არაფერი, საღამოს კაბებს და ბროლის ჭაღებს როგორმე შეველევით, დათბილულ ქურთუკებში შეიძლება უფრო ლამაზებიც კი ვიყოთ, რადგან გვექნება მთავარი – ერთმანეთისთვის თანაგრძნობის გაზიარებისა და სიხარულის მინიჭების სურვილი.
დანარჩენს მომდევნო დღეებში გაცნობებთ, მანამდე მეტროპოლიტენ ოპერის მისალოც წერილს გიზიარებთ
“ძვირფასო პაატა,
გილოცავ 70 წლის იუბილეს!
მე ვამაყობ, რომ თქვენი, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბანის ბრწყინვალე კარიერის ოცდახუთმა წელმა მოიცვა მეტროპოლიტენ ოპერის დაუვიწყარი სპექტაკლები.
თქვენ ჩვენი ისტორიის წარუშლელი ნაწილი ხართ!
ბრავო!
საუკეთესო სურვილებით,
პიტერ გელბი
გენერალური მენეჯერი,”” – წერს სოციალურ ქსელში  პროდუსერი, რეჟისორი თეონა ჯორბენაძე.