უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის რეგიონში 5 კმ-ით წაიწიეს წინ-ISW

რუსეთის კურსკის რეგიონში წინა დღით დაწყებული შეტევითი ოპერაციების დროს უკრაინელმა სამხედროებმა 5 კილომეტრით წაიწიეს წინ ქალაქ სუჯის სამხრეთ-აღმოსავლეთით და შეძლეს კონტროლის დამყარება მინიმუმ ერთ დასახლებულ პუნქტზე.
ამის შესახებ ნათქვამია 7 თებერვალს გამოქვეყნებულ, ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ რეზიუმეში.
გეოლოკაციური კადრების თანახმად, რომლებიც ექსპერტებმა გაანალიზეს, უკრაინელი სამხედროები “სამხრეთ-დასავლეთით მიიწევდნენ მახნოვკიდან (სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთით) და ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ჩერკასკაია-კონოპელკადან სუჯა-ობოიანის მაგისტრალის გასწვრივ და დაიკავეს სოფელი კოლმაკოვი.” დადასტურდა ასევე უკრაინული ძალების ყოფნა სოფლებში ჩერკასკაია, კონოპელკა და ფანასეევკა, მაგრამ უცნობია, მოახერხეს თუ არა მათზე კონტროლის შენარჩუნება 6 თებერვლის დღის ბოლოსთვის. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროები სოფელ ულანოკისკენ მიიწევდნენ.

კოლმაკოვი არის სოფელი სუჯის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადაც ომის წინ 79 ადამიანი ცხოვრობდა.
უკრაინული მხარის მიერ კურსკის რეგიონში მიღწეულ ტაქტიკურ წარმატებს არ უარყოფენ რუსი სამხედრო ბლოგერები, რომლებიც ამასთან ამტკიცებენ, რომ რუსმა სამხედროებმა მოახერხეს დიდი რაოდენობით უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის განადგურება.
· უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს.
· მ მიზნად გამოაცხადა უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა თავისი სასაზღვრო რაიონების დასაცავად. უკრაინის არმია აცხადებს, რომ აკონტროლებს ათობით დასახლებულ პუნქტს, მათ შორის სუჯის რაიონულ ცენტრს. რეგიონში მოქმედებს ფედერალურ დონეზე გამოცხადებული საგანგებო ვითარების რეჟიმი.
· ოფიციალური მონაცემებით, სუჯის, გლუშკოვსკის, კორენევსკის რაიონებში – სადაც საომარი ქმედებები მიმდინარეობს – ასევე კურსკის ოლქის საზღვრისპირა რაიონებში სახლები დატოვა 100 ათასზე მეტმა ადამიანმა. იძულებით გადაადგილებული პირები საცხოვრებელი პირობებისა და დახმარების პრობლემებზე საუბრობენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან