სანქციების ჯგუფის გაუქმება და გამკაცრებული სანქციები რუსეთს – რას გეგმავს ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მზად არის, გაამკაცროს ს წინააღმდეგ მოქმედი სანქციები, განსაკუთრებით ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სფეროში. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ს განუცხადა უკრაინის საკითხებში -ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა.
კელოგის თქმით, აშშ რუსეთზე სანქციებით ზეწოლას სხვა ქვეყნებზე უფრო აქტიურად იყენებს, თუმცა აღსრულებას ათიდან მხოლოდ სამი ქულით შეაფასებდა.
პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა გააკრიტიკა პრეზიდენტ ბაიდენის სტრატეგია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაეწია იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნებოდა, მაშინ, როცა კელოგის შეფასებით, ეკონომიკური და დიპლომატიური მიმართულებებით ზეწოლის გაძლიერება არ ხდებოდა.
ცნობისთვის, 6 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის ახალი მინისტრი პამელა ბონდი აუქმებს ოპერატიულ ჯგუფს, Kleptocapture-ს, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტში შექმნა და მისი ამოცანა იყო რუსი ოლიგარქებისთვის დაწესებული სანქციების დაცვის უზრუნველყოფა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან