ნინო დვალი: ეს მახინჯი რეჟიმი მომწვდა და მოკლედ დავწერ, რა ულტიმატუმის წინაშე დამაყენეს

„ეს მახინჯი რეჟიმი მომწვდა და მოკლედ დავწერ, რა ულტიმატუმის წინაშე დამაყენეს.
თუ სამსახურის შენარჩუნება მინდა, უნდა გავჩუმდე და ხმა არ ამოვიღო. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემებს შეუქმნიან ორგანიზაციას, სადაც ვმუშაობ. ანუ, მოითხოვეს ჩემი სამსახურიდან გაშვება ან დარჩენა, გაჩუმების სანაცვლოდ.
ხოდა, მე არ გავჩუმდი და გამიშვეს 🙂
ჩოგბურთის ფედერაციაში, სადაც 13 წელია ვმუშაობ, მუშაობენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები, ხელმძღვანელიდან დაწყებული, დარაჯით დამთავრებული.
რადგან ქართული ოცნება და სპორტის სამინისტრო ასე აკვირდება რიგითი მოქალაქეების ფეისბუქ პოსტებს და მათ გადადგილებას, ამ დაკვირვების შედეგად უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ სამსახურის დაკარგვის შიში უსამართლობაზე თვალს არ დამახუჭინებს და ჩირგვში არ დამსვამს, მაგრამ იმასაც უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ჩემთვის ძვირფას თანამშრომლებს პრობლემებს არ შევუქმნიდი. ჩემი ცხვირის და ჯიბის მიღმაც ვიყურები და მიღმა დაუჯერებელ უსამართლობას და ბოროტებას ვხედავ. წარმომიდგენია, ჩემსავით რამდენს მიადგნენ ასე, ულტიმატუმებით, დაშინებით.
სოლიდარობა ყველას, ვინც შეძლებს და შეეწინააღმდეგება ამ რეჟიმს და მათაც, ვისაც სურვილი დიდი, მაგრამ ძალა არ აღმოაჩნდება. ეს რეჟიმი ქვეყანას სწრაფი ტემპით მიაქანებს ჯოჯოხეთისკენ და ახლა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საშიში პერიოდია, რომელიც ძალიან ჰგავს 1937 წელს.
ამ რეჟიმს ჩემი მტერი შეეგუა.
ამ რეჟიმს ჩემი მტერი გაურიგდა.
დამხობა რეჟიმს, თავისუფლება ტყვეებს, ცეცხლი ოლიგარქიას!“ — წერს ნინო დვალი ფეისბუკზე

ასევე დაგაინტერესებთ

მზია ამაღლობელის ადვოკატი – როგორ შეიძლება, ქვეყნის მმართველმა გააკეთოს განცხადება, კონკრეტული ბრალდების საქმეზე მზად ვარ, დავჯდე მოლაპარაკებებზეო – ეს არის ღია დეკლარირება, რომ საკითხები წყდება მასთან