რუსეთი ოკუპირებულ სოხუმთან საცდელ ფრენებს იწყებს

რუსული სამთავრობო გამოცემა „რია ნოვსტის“ თანახმად, ს ტრანსპორტის მინისტრ რომან სტაროვოიტმა ს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელს, ბადრა გუნბას უთხრა, რომ პირველი საცდელი ფრენა სოხუმში დღეს, 7 თებერვალს უნდა შესრულდეს, ხოლო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის გახსნა მოსალოდნელია ზაფხულის სეზონის დასაწყისისთვის.

„მოველით, რომ 2025 წლის ტურისტული სეზონის წინა დღეს გავხსნით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სატრანსპორტო კავშირი გვქონდეს მეზობელ აფხაზეთთან.

კარგი მეზობლები ვართ და მოგეხსენებათ, რომ 2014 წლიდან სოჭში, ადლერსა და მთელს კლასტერში არის დიდი სეზონური კურორტი მთელი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, კურორტის სტუმრები რამდენიმე დღით ხშირად სტუმრობენ აფხაზეთს, ამიტომ, ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, დავრწმუნდეთ, რომ სატრანსპორტო კავშირები ძალიან მოსახერხებელია“, – თქვა რომან სტაროვოიტმა.

თავის მხრივ, ბადრა გუნბამ თქვა, რომ ეს პროექტი „განსაკუთრებული მნიშვნელობისაა აფხაზი ერისთვის”.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც მიმართული იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესებაზე. დღეს ჩვენ გვაქვს ერთი გამშვები პუნქტი მდინარე ფსოუზე, რომელიც გადაადგილების საშუალებას აძლევს რუსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეებს“, – თქვა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა.

აეროპორტი გულრიფშის რაიონში, ბაბუშერაში მდებარეობს.

წყარო