კარგი წილისყრა კვარაცხელიას გუნდისთვის – საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში პსჟ-ის მეტოქე ცნობილია

საფრანგეთში თასის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ს პსჟ-ის მეტოქის ვინაობა გახდა ცნობილი.
ქართველის გუნდს გაუმართლა და მისი მეტოქე მე-4 ლიგის წარმომადგენელი “სტად ბრიოჩინი” იქნება. დაპირისპირება ერთ მატჩიანი იქნება და პარიზული გუნდი მას გასვლაზე 26 თებერვალს გამართავს.
ინფორმაციისთვის, სხვა მეოთხედიფნალური წყვილები ასე შედგა: “ბრესტი” “დანკირკს”, “კანი” “გენგამს”, ხოლო “ანჟერი” “რეიმსს” დაუპირისპირდება.