მარსელოს კარიერის დასრულებამდე უარი იტალიურმა კლუბმა უთხრა

Corrierre Dello Sport-ის ინფორმაციით, ლეგენდარულ ბრაზილიელ მცველ მარსელოს კარიერს დასრულებამდე უარი იტალიურმა კლუბმა უთხრა.
ბრაზილიელის აგენტმა პატრიკ დორგუს წასვლის შემდეგ მისი კლიენტის სამსახური “ლეჩეს” შესთავაზა, მაგრამ სერია A-ს ბინადარი გუნდის მწვრთნელმა მარკო ჯამპაოლომ უარი განაცხადა.
შეხსენებისთვის, მარსელომ კარიერის დასრულების შესახებ გუშინ გვაუწყა. მისი ბოლო კლუბი “ფლუმინენსე” იყო, საიდანაც 2024 წელს წამოვიდა.