ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ და უმრავლესობიდან გასული ილია ინჯიას, ვარლამ ლიპარტელიანისა და ნიკა ელისაშვილის შემადგენლობით, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ დარეგისტრირდა.
„ევროპელი სოციალისტები“ საპარლამენტო ოპოზიციის სახით იქნება წარმოდგენილი და მისი წევრები პარლამენტში ოპოზიციისთვის განკუთვნილ კვოტებს დაიკავებენ.
აღნიშნული ჯგუფის შესაქმნელად პარლამენტის რეგლამენტი შეიცვალა და პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა არანაკლებ სამ დეპუტატს მიეცა.