ალექსი პეტრიაშვილს გზის გადაკეტვის ფაქტზე, 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, პეტრიაშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ, ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, „ეს იყო ივანიშვილის რეჟიმის მორიგი ცირკი, რომელშიც მონაწილეობას ცირკის მსახიობები იღებდნენ“.
ყოფილ სახელმწიფო მინისტრს 17 იანვარს, გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ