მსოფლიოს უმსხვილესი უფასო ტექნოლოგიური პლატფორმა iamtheCODE BTU-ში იხსნება

მსოფლიოში აღიარებული ტექნოლოგიების აქტივისტი ქალთა გაძლიერების მიმართულებით, BBC 100 Woman რეიტინგში დასახელებული და არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ლედი მარიემ ჟამმე საქართველოს ეწვია.
ვიზიტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოდინგის სკოლა ქალებისთვის მოწვევით განხორციელდა და მისი მიზანია საერთაშორისო ინიციატივა iamtheCODE-ის საქართველოს წარმომადგენლობის დაფუძნება და ქვეყანაში ქალებისა და გოგონების განათლებისა და ტექნოლოგიური გაძლიერების ხელშეწყობა.
აღსანიშნავია, რომ iamtheCODE – ის პლატფორმა 60 000 კურსს აერთიანებს 18 ენაზე, რომლებიც საქართველოში მცხოვრები 200,000 ქალისთვის, ბავშვისთვის და მოზარდისთვის, სრული დაფინანსებით იქნება ხელმისაწვდომი.
iamtheCODE, რომელიც მიზნად ისახავს ქალების, გოგონების და მოზარდების გაძლიერებას განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, საქმიანობს სფეროს საქართველოში აფართოებს. ორგანიზაციის დამფუძნებელი, სპეციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ორგანიზაცია ,,iamtheCODE” მსოფლიოს მასშტაბით 87 ქვეყანაში საქმიანობს და მიზნად ისახავს 2030 წლამდე 1 მილიონი ახალგაზრდა ქალი, გოგონა და მოზარდი გადაამზადოს ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში და ამ გზით მხარი დაუჭიროს გაეროს 2030 დღის წესრიგს.
ლედი მარიემ ჟამმე: „საქართველოში გავხსენით წარმომადგენლობა რათა ვიზრუნოთ აქ მცხოვრები ბავშვების, მოზარდების და ქალების ადამიანური კაპიტალის, პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებაზე. გვჯერა, რომ სრულად დაფინანსებული კურსები ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში, შეცვლის არა მხოლოდ 200 000 ადამიანის ცხოვრებას, არამედ სასიკეთოდ იმოქმედებს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევასა და ქვეყანაში ცოდნის ეკონომიკის გაძლიერებაზე.“
პროფესორი ნინო ენუქიძე: „ვამაყობთ რომ მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაცია, IamtheCODE BTU-ში ოფიციალურ წარმომადგენლობას ხსნის და ბავშვებს, მოზარდებს და ქალებს სრული დაფინანსებით წვდომას 60 000-ზე მეტ ტექნოლოგიურ კურსზე ვუხსნით .“
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები, მათ შორის მრგვალი მაგიდის ფორმატში, პანელური დისკუსიები. განსაკუთრებული ყურადღება 200,000 ადამიანის გადამზადებას საქართველოში და საერთაშორისო ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმების გამოყენების შესაძლებლობებს დაეთმობა.
iamtheCODE ორგანიზაციის დამფუძნებელი, ლედი მარიემ ჟამმე, 2016 წლიდან აქტიურად მუშაობს ქალთა გაძლიერებაზე ტექნოლოგიების სფეროში. დასახელებულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერს შორის. ის გამორჩეული ფიგურა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის პროცესში.
2017 წელს ლედი მარიემმა მოიპოვა ინოვაციის პრიზი Global Goals Award-ზე, როგორც GoalKeeper, ახალგაზრდებისა და გოგონების გაძლიერებისთვის მთელ მსოფლიოში. ამავე წელს ის დასახელდა BBC 100 Women – ის რეიტინგში.
iamtheCODE-ის მისია: ორგანიზაცია მიზნად ისახავს ქალებისა და გოგონების და ბავშვების როლის გაზრდას ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში. iamtheCODE-ის ხედვა გულისხმობს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.
საქართველო, როგორც ქალების, გოგონების და მოზარდების გაძლიერების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში, აქტიურად უერთდება iamtheCODE-ის გლობალურ ინიციატივას.
პლატფორმის წევრობა შესაძლებელია რეგისტრაციის საფუძველზე, რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე
(R)