პროკურატურა – 22 ნარკორეალიზატორს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 22 პირს ბრალდება წარედგინა.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნარკოტიკების რეალიზაციას ეწეოდნენ, მათ შორის ე.წ. ,,ლოკაციებზე“ განთავსების გზით.
გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ გასაღებული და ლოკაციებზე განთავსებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
დაკავებულებს ბრალდება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდათ პატიმრობა. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.
საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკა ნარკორეალიზატორების მიმართ განსაკუთრებით მკაცრია და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები გამოიყენება მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში, როცა სახეზეა ბრალდებულის თანამშრომლობა გამოძიებასთან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

,,ლელო – ძლიერი საქართველო” დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე – ,,ქართული ოცნება” ავტორიტარიზმის ახალ სიმაღლეებს იპყრობს და ხალხს ფინანსური რეპრესიების წნეხში ატარებს – ცვლილებებს გავასაჩივრებთ

ანა წითლიძე: ჩვენ დღეს რასაც ვუყურებთ არის ის რომ ერთ კორუმპირებულ კლანს ანაცვლებს მეორე კორუპირებული კლანი. საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება. არც პროდუქტებზე ფასები დაიკლებს, არც კორუფცია მოისპობა (ვიდეო)