რუსთავში, მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. ისინი ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არიან შეკრებილი. ქარხნის თანამშრომლები ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვენ.
მათი განცხადებით, ქარხანაში თანამშრომლების 10%-ის შემცირების შემდეგ, სხვა თანამშრომლებზე დატვირთვა გაიზარდა და ახლა მათ ორმაგი საქმის კეთება უწევს. ამასთან ქარხანაში გაუქმებულია პრემიების სისტემაც.
როგორც ისინი აცხადებენ მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ მათ ადმინისტრაციას სიტყვიერად ერთი თვის წინ, წერილობით კი ერთი კვირის წინ აცნობეს.
ამ ეტაპზე თანამშრომლების წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ ქარხნის ადმინისტრაციასთან და გაფიცვის გაგრძელებაც მათგან მიღებულ პასუხზე იქნება დამოკიდებული.