U17. ჩიქოვანის საოცარი გოლი – საქართველომ თურქეთი დაამარცხა [VIDEO]

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე თურქეთის 17-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა და მეორე ამხანაგურ მატჩში მეტოქეს – 2:1 სძლია.
გიორგი ჩიტაურის გუნდი, მეათე წუთიდან მატჩს მინიმალური სხვაობით აგებდა, თუმცა მეორე ნახევარში ნიკოლოზ ჩიქოვანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი – გიგი გლუნჩაძემ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
მეორე გოლი, მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე თავად ნიკოლოზ ჩიქოვანმა გაიტანა, რომელმაც რეზი დანელიას პასის შემდეგ, საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა და 17-წლამდე ნაკრები დააწინაურა – 2:1.