შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში 26 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, აქედან 3 „კანონიერი ქურდია“. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან: – წარსულში ნასამართლევი 1982 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1967 წელს დაბადებული მ.პ. (მეტსახელად „პაჭო“), 1987 წელს დაბადებული ზ.მ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული დ.კ. (მეტსახელად „მესტო“), 1980 წელს დაბადებული ვ.ბ. (მეტსახელად „კოჭო“), ხოლო, ერთ პირს – 1985 წელს დაბადებულ რ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
