სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი:
მკლავჭიდის ფედერაციიდან სოსო ჯაჭვლიანის ჩამოშორების შემდეგ რა შეიცვალა?
სოსო დაამცირეს, გაანადგურეს და მერე მის გასვენებაში ცრემლები ყარეს
წულუკიანი და კალაძის ცოლის ძმა რომ ებრძოდნენ ჯაჭვლიანს და საბოლოოდ ჩამოაშორეს მკლავჭიდს რა შეიცვალა მას შემდეგ?
ააყვავეს ?
მიღწევები გვაქვს ?
რა შეიცვალა?
არაფერი!!!
მაშ რას ერჩოდნენ ჯაჭვლიანს ?
ცნობისთვის, მკლავჭიდის ფედერაციაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ კახა კალაძის ცოლის ძმა გიორგი არეშიძე ერთი ადამიანის პირით მას დაემუქრა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.
ტვ პირველის ცნობით, ჯამბულ ვიბლიანი და ვასილ დაუთაშვილი სოსო ჯაჭვლიანმა ფედერაციიდან გარიცხა. მათ კი მხარდაჭერა ისევ ოცნებისგან, ოღონდ ამჯერად წულუკიანის სამინისტროსგან მიიღეს. მაშინ, როდესაც სოსო ჯაჭვლიანის დატოვებული ფედერაცია დღემდე მოქმედია, ზუსტად იგივე ფუნქციის გაერთიანებას, მხოლოდ ერთსიტყვიანი სხვაობით, ისევ ვიბლიანი და დაუთაშვილი აფუძნებენ.
მხოლოდ 2 გვარი და 2 დამთხვევა არ არის. საუბარია 10-მდე პირზე, ვინც უპირისპირდებოდა სოსო ჯაჭვლიანს და ვინც ახლა, ჯაჭვლიანის ფედერაციის იდენტური კავშირი დააფუძნა. მათ შორისაა გენადი კვიკვინია.
კვიკვინიაც ამბოხებული მკლავჭიდელების გუნდშია. ამ გუნდში იყო სოსო ჯაჭვლიანზე თავდასხმის დღესაც და არის ახლა, როდესაც ისინი წულუკიანის დაფინანსების იმედად, ახალ ორგანიზაციას აფუძნებენ.