“ნაპოლი” ზაფხულში სერიოზულად გაძლიერებას აპირებს

“კორიერე დელო სპორტის” ცნობით, “ნაპოლი” ზაფხულში შემადგენლობის სერიოზულად გაძლიერებას აპირებს და ამისათვის საჭირო თანხაც ექნება.
ნეაპოლურმა კლუბმა უკვე მიიღო 75 მილიონი ევრო ს გაყიდვიდან და ვიქტორ ოსომენის ტრანსფერიდანაც დაახლოებით ამდენივეს მიღებას იმედოვნებს. ამას გარდა ბიუჯეტს სერია A-ს მოგების და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში შეავსებს.
“ნაპოლი” ჯოშუა ზირზკეს (მანჩესტერი), ედონ ჟეგროვას (ლილი), გაბრიელ ვეიგას (ალ აჰლი) და გეორგი სუდაკოვის (შახტარი) შეძენას შეეცდება.