აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, საფრანგეთში ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი საფრანგეთში ცდილობს სომხებზე უფრო სომეხი იყოს.
ალიევის თქმით, “ანტიტერორისტული ოპერაციის” შემდეგ დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ აზერბაიჯანს ისეთი ბრალდებები წაუყენა, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, რადგან “აზერბაიჯანმა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტებისა და ოკუპანტების წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა”.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, “ზოგიერთი დასავლური ქვეყანა და ტრადიციულად, საფრანგეთი” ამ მდგომარეობასთან შეგუებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ “საერთაშორისო საზოგადოება უკვე ხედავს, რომ ამ მდგომარეობას სომხეთიც კი შეეგუა”.
“ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი საფრანგეთში ცდილობს სომხებზე უფრო სომეხი იყოს, მაგრამ მათაც მოუწევთ ამ ვითარებასთან შეგუება”. – თქვა ალიევმა.