თამო კეშელავა: კაპიტანო! იკაპიტნე! იქ, სადაც, დღეს ქვეყნის მთავარი მატჩია! გეხვეწები, ახლა იკაპიტნე მთავარ მატჩში, დღეს არ გვაქციო ზურგი

“კაპიტანო!
ბიჭებო, ქართული სპორტიდან!
ერის შვილები ნაცემები, დაჯარიმებულები, დაკავებულები არიან!
ხარებამ მხოლოდ იქ მყოფებს კი არ აგინა, თქვენც გაგინათ, ყველას, ვისაც რუსეთში არ უნდა.
ხარებამ მხოლოდ რამდენიმე ათეული კი არ სცემა, თქვენც დაგარტყათ, ყველას, ვისაც რუსეთში არ უნდა!
რა დროს ბურთია, ბიჭებო, ერის შვილებს დგებიან წიხლებით, ერის შვილების სხეულებით და სიცოცხლით “თამაშობენ”.
2025 წელია და დაკავებული ქალები ჰყვებიან, რომ აშიშვლებენ, ყოფილი სახალხო დამცველი კი ქალებს აფრთხილებს, რომ არ აქვთ მათი გაშიშვლების უფლება.
და გარეთ, ჯანდაბა, დედანატირები, 2025 წელია.
კაპიტანო!
შენ, ვინც ადამიანის უფლებების დაცვის გამო იდევნებოდი და ილანძღებოდი.
ძალიან გვჭირდება ახლა თქვენი გვერდით დგომა, ფიზიკურად, მორალურად გვჭირდებით.
კაპიტანო, რუსთაველზე გვჭირდებით, თქვენ, მთელი გუნდი, სპორტის ყველა სახეობიდან.
იქ, სადაც თქვენი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.
ჯანდაბა, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, თორემ, ეს “ევროპული მომავალი” ვერ გიტოკებთ ჯიგარს რატომღაც, იქ გვჭირდებით, სადაც გადარჩენისთვის იბრძვიან, სიცოცხლისთვის, შვილებისთვის, სიმართლისთვის, ადამიანის უფლებებისთვის.
2 თვის წინ მეუბნებოდნენ, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და თქვენი საქმე გულშემატკივრის გახარებაა.
და რა არის, მაშ, დღეს თქვენი საქმე?
მხოლოდ მზია ამაღლობელის საქმეა ქვეყანა?
დაკავებული, ნაცემი სტუდენტების?
განა მათი საქმე სწავლა არაა? განა აცდიან სწავლას?
დაკავებული, ნაცემი, გაშიშვლებული ქალების საქმე მხოლოდ?
და თუ ყველანი ამოგვხოცეს, თუ ყველანი გაგვაჩუმეს და გადაგვტეხეს, ვინ უნდა გაახაროთ, ბიჭებო?
რით უნდა გაგვახაროთ, ბიჭებო?
თუ ახლა ჩვენ გადაგვტეხავენ, სამართალზე და მშვიდობაზე ოცნებაც რთული იქნება და დახეული და დაკემსილი ბუცებით გახვალთ სათამაშოდ, ან ქვეყანის დატოვება მოგიწევთ.
კაპიტანო!
იკაპიტნე!
იქ, სადაც, დღეს ქვეყნის მთავარი მატჩია!
გეხვეწები, ახლა იკაპიტნე მთავარ მატჩში, დღეს არ გვაქციო ზურგი და ზურგსუკან ქარდი არ ამოგვიდო მხოლოდ და მერე სულ ქარდებით გველაპარაკე თუ გინდა, უქარდოდაც გვერდით გეყოლებით სულ,” – წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!