17-წლამდე ვაჟთა ნაკრები კვიპროსს შეხვდება – შემადგნელობა და მატჩების განრიგი

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, კვიპროსზე მიემგზავრება, სადაც მასპინძელი ქვეყნის ასაკობრივ გუნდთან 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. მატჩები 11 და 13 თებერვალს, თბილისის დროით 19:00 საათზე, ახნას ეთნიკოსის სტადიონზე გაიმართება.
გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ნაკრები, მარტში, 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეორე რაუნდის B ლიგაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც 2008 წელს და შემდეგომ წლებში დაბადებულთა გუნდი – ლიეტუვას და ყაზახეთს შეხვდება. რეიტინგული შინაარსის მქონე ტურნირს, ყაზახეთი უმასპინძლებს.
U17 | შემადგენლობა
მეკარეები: სანდრო კუპატაძე (35-ე სკოლა), საბა ასანიძე (ლოკომოტივი თბილისი).
მცველები: გიოგი ჭეხანი (გაგრა), ანდრია ნიჟარაძე (დინამო თბილისი),
გლიბ კატკოვი (ტორპედო ქუთაისი), გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), გოგა უბირია (იბერია 1999), მათე შათირიშვილი (დინამო თბილისი), შოთა დიაკონიძე (დინამო თბილისი), ლუკა კუპრავა (ტორპედო ქუთაისი).
ნახევარმცველები: ლუკა გელაძე (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გიორგი (დილა გორი), შოთა გვარჯალაძე (კოლხეთი 1913), გიორგი ჯაბურია (დინამო თბილისი), ნიკა შალიკიანი (იბერია 1999), კობა კაკაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ხეცურიანი (წყალტუბო სამგურალი), ლუკა ჯაბუა (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: თენგო ნებულიშვილი (იბერია 1999), რეზი ჯიქია (35-ე სკოლა), ნიკა გოლავა ნიკა (დინამო თბილისი).
nakrebi.ge