სანქცირებულმა მოსამართლე ენუქიძემ, idfi-ის აღმასრულებელი დირექტორი 5000 ლარით დააჯარიმა

სანქცირებულმა მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ, idfi-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გამოაცხადა და 5000 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება ენუქიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
კლდიაშვილს 4 იანვარს, რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. თუმცა ეს არ არის ერთადერთი ეპიზოდი, რასაც გომელაურის უწყება გიორგი კლდიაშვილს ედავება. ამავე შინაარსის კიდევ 3 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე არის სასამართლოში შეტანილი, რომელთა განხილვა სასამართლოში მომდევნო დღეებში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა