სასამართლომ IDFI-ს აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს 5 000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდა, კერძოდ კი, 4 იანვრის აქციაზე რუსთაველის გამზირის გადაკეტვას.
საქმე მოსამართლე ნინო ენუქიძემ განიხილა.
გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, კი შსს-ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ამტკიცებს იმ ფაქტს, რასაც ედავებიან, შესაბამისად, მის მიმართ წაყენებული ბრალი უსამართლოა.