თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე IDF-ის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კლდიაშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე იხილავს.
როგორც გიორგი კლდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შსს მას 4 იანვარს რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება.
მისი თქმით, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ამტკიცებს ფაქტს, რასაც ედავებიან, შესაბამისად, ბრალი უსამართლოა.
“ზოგადად, ეს არის სისტემური დაშინების მცდელობა შსს-სგან და ამ რეჟიმისგან, მაგრამ ამით იმ ხალხს, ვინც აპროტესტებს რეჟიმის უკანონობას, ვითხოვთ ახალ არჩევნებს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, ნამდვილად ვერ დაგვაშინებენ. ყველა უნდა იცოდეს, რომ ეს არის ფაბრიკაცია, საზოგადოების დაშინების მცდელობა, რომელსაც სისტემური სახე აქვს”, – განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.